ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეტროიტი გაკოტრდა


მიჩიგანის შტატის თავის დროზე ერთ-ერთი ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებული ქალაქი განცხადებას გაკოტრების შესახებ აკეთებს

ამერიკული ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი სიმბოლო, ქალაქი დეტროიტი განცხადებას გაკოტრების შესახებ აკეთებს. დეტროიტის მერი, დეივ ბინგი იმედოვნებს, რომ შესაძლოა ამ ნაბიჯმა ქალაქის ხელახალ აღორძინებას ჩაუყაროს საფუძველი.

საავტომობილო წარმოების მასშტაბურად შეკვეცამ და მოსახლეობის რაოდენობის კატასტროფულად შემცირებამ ის გაკოტრებამდე მიიყვანა. ნახევარი საუკუნის წინ დეტროიტში მოსახლეობა მილიონ 800 ათასს აღემატებოდა. დღევანდელი მონაცემებით კი იქ სულ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაკოტრების იურიდიული სტატუსი ქალაქს კრედიტორებისგან დაიცავს. მუნიციპალიტეტის საერთო დავალიანება დღეისათვის 18 მილიარდს აღემატება.

დეტროიტი ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის ქალაქია, რომელიც გაკოტრებულთა სიას უერთდება. დანარჩენ მუნიციპალიტეტთა შორისაა კალიფონიის 2 ქალაქი, სან ბერნარდინო 46 მილიონით, სტოკტონი - 26 მილიონი, ალაბამას შტატში ჯეფერსონი 4 მილიარდით და როდ აილენდის ქალაქი ცენტრალ ფოლსი 21 მილიონი დოლარის ოდენობის ვალით.
XS
SM
MD
LG