შეერთებული შტატების პირველი ლედი -მიშელ ობამა მოუწოდებს ამერიკელებს, ჯარში მომსახურე სამხედროებსა და მათ ოჯახებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
ქალბატონი ობამა სამხედროების ოჯახის წევრებს გუშინ, კალიფორნიის შტატში მდებარე პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბანაკში შეხვდა და აღუთქვა,რომ მათ ხმას ვაშინგტონამდე აუცილებლად მიაწვდენს.
სამი ათას ხუთასი დამსწრეს წინაშე პირველმა ლედიმ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით,რომ უახლოეს მომავალში ობამას ადმინისტრაცია სამხედრო ოჯახებს მცირეწლოვანთა სამედიცინო მოსახურების,საცხოვრებელი პირობებისა და განათლების სფეროებში დახმარებას გაუწევს.