ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

50 წლის მანძილზე პირველად ბირმას სამოქალაქო მთავრობა ჰყავს


ბირმაში უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე სახელმწიფოს მეთაურად სამოქალაქო პირი პირველად აირჩიეს.

70 წლის ჰტინ კიაუმ პრეზიდენტის ფიცი დღეს დადო, პარლამენტის გაერთიანებული სესიის წინ, რომელზეც ქვეყნის ახალმა ლიდერმა “მაინმარის კავშირის რესპუბლიკას”ერთგულება აღუთქვა. დღეს ფიცი ქვეყნის ორმა ვიცე-პრეზიდენტმაც დადო.

კიაუს მიერ ფიცის დადება ოფიციალურად ასრულებს ბირმაში სამხედრო მმართველობას, რომელიც 1962 წელს დაიწყო. კიაუმ ყოფილი გენერალი თეინ სიენი შეცვალა. ის ძალაუფლებაში 2011 წელს მოვიდა, როცა სამხედრო ხუნტამ მმართველობა ნახევრად სამოქალაქო მთავრობას გადააბარა.

XS
SM
MD
LG