ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის პრეზიდენტს ხმების ყიდვაში ადანაშაულებენ


პენა ნიეტოს ოპონენტი ანდერს მანუელ ლოპეს ობრადორი აცხადებს, რომ ის არჩევნების შედეგებს სასამართლოში გააპროტესტებს

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გამართულ დემონსტრაციაში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს და მის პარტიას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

დემონსტრანტები ძირირთადად სტუდენტები და მემარცხენეები იყვნენ. მათი განცხადებით, პენა ნიეტო და მისი ინსტიტუციონალურ რევოლუციური პარტია ამომრჩეველს ფულად საჩუქრებს და სურსათს ურიგებდა მათი ხმის სანაცვლოდ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვება კი არ მოიპოვა, არამედ იყიდა.

პენა ნიეტოს ოპონენტი ანდერს მანუელ ლოპეს ობრადორი აცხადებს, რომ ის არჩევნების შედეგებს სასამართლოში გააპროტესტებს.
XS
SM
MD
LG