ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში ხმები გადაითვლება


საარჩევნო კომისიის მოთხოვნით, 78 ათასი საარჩევნო ყუთი ხელახლა გაიხსნება

მექსიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია 143 ათასი საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების ნახევარზე მეტს ხელახლა დაითვლის. კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების დროს დიდი რაოდენობით გაყალბებები და სხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა, რის გამოც საარჩევნო კომისიაში მრავალი სარჩელი შევიდა.

საარჩევნო კომისიის პესსპიკერის განცხადებით, ამ კვირაში 78 ათასი სააარჩევნო ყუთი ხელახლა გაიხსნება. ამ განცხადებას კი წინ უსწრებდა ენრიკო პენა ნიეტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადება. დათვლილი ხმების მიხედვით ნიეტომ თავის მეტოქეს 7%-ით მოუგო.
XS
SM
MD
LG