მექსიკაში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს მოსვლით ხელისუფლების სათავეში, სავარაუდოდ, წარსულში დომინანტური პოლიტიკური პარტია ბრუნდება.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გუშინ გვიან ღამით აცხადებდნენ, რომ პენა ნიეტომ ხმების 38 პროცენტი დააგროვა და საპრეზიდენტო არჩევნებში მეხიკოს ყოფილი მერი, ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი დაამარცხა.
ობრადორმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ იგი ჯერჯერობით დამარცხებას არ აღიარებს და დასძინა, რომ მისმა პარტიამ ხალხი უნდა წარმოადგინოს ისე, როგორც ამას მექსიკელები იმსახურებენ, რომ მისი პარტია უპასუხისმგებლო ქმედებებს არ ჩაიდენს და ჯერ არჩევნების შედეგების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას დაელოდება.
პენა ნიეტოს ინსტიტუციური რევოლუციური პარტია მექსიკას 2000 წლამდე, 71 წლის მანძილზე მართავდა. ნიეტომ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ არჩევნებში ხალხმა ცვლილებას დაუჭირეს მხარი.