ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის საგუბერნატორო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს


მექსიკის ინსტიტუციონალურმა რევოლუციურმა პარტიამ გუშინ გამართულ საგუბერნატორო არჩევნებში წარმატებას მიაღწია. მექსიკის 12 შტატიდან, სადაც კვირას საგუბერნატორო არჩევნები გაიმართა, მექსიკის ინსტიტუციონალურმა რევოლუციურმა პარტიამ გამარჯვებას 9 შტატში მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პარტია მექსიკას 71 წლის მანძილზე მართავდა. ათი წლის წინ ხელისუფლებაში კონსერვატიული ორიენტაციის ეროვნული მოქმედების პარტია მოვიდა. მექსიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი ამ პარტიის წევრია.

მაგრამ ბატონ კალდერონის პოპულარობა ამომრჩევლებს შორის მნიშვნელოვნად დაზარალდა ნარკომაფიის ძალადობის გამო, რასაც მისი პრეზიდენტობის დროს უკვე 23,000 ადამიანი ემსხვერპლა. მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს არის დაგეგმილი და ოპოზიციური ინსტიტუციონალური რევოლუციური პარტიის შთამბეჭდავი შედეგები საგუბერნატორო არჩევნებში კალდერონს უსათუოდ შეაშფოთებს.

XS
SM
MD
LG