ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკამ 5 წლის წინ მომხდარი ფაქტის გამოძიება ხელახლა დაიწყო


მექსიკამ 5 წლის წინ მომხდარი ფაქტის გამოძიება ხელახლა დაიწყო.

2014 წლის 26 სექტემბერს 43 სტუდენტი გაუჩინარდა.

დღეს მეხიკოში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი გაუჩინარებულთა ხსოვნას. თავდაპირველი გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე გაიხსნა, არაკომპეტენტურობის ბრალდებებით, კორუფციითა და შეუფერებელი ქცევით ხასიათდებოდა.

ამ ფაქტმა მაშინ მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს ადმინისტრაციაში ურთიერთობები დაძაბა. ნიეტოს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მოსწავლეები ნარკოტიკების ტრეფიკერებმა იმსხვერპლეს და მათი გვამები დაწვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, აღნიშნული სტუდენტები ტრეფიკერების მოქიშპე კრიმინალური ბანდის წევრებად დაასახელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG