ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდება


ხვალ ვაშინგტონში მექსიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდება, თუმცა მანამდე ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი კოვიდ19-ის ტესტის შედეგებს გაასაჯაროებს.

როგორც მექსიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, ტესტის პასუხი დღეს გამოქვეყნდება. ახალი პროტოკოლის თანახმად კოვიდ19-ის ტესტის პასუხი შეხვედრამე უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამერიკისა და მექსიკის პრეზიდენტები აშშ-მექსიკა-კანადის ერთობლივი ისტორიული შეთანხმების შესახებ ისაუბრებენ, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდა.

როგორც მექსიკის პრეზიდენტი ამბობს, მისი ვაშინგტონში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ჩრდილოეთ ამერიკაში შეთანხმების მიხედვით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

მექსიკის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრი სახლის მოწვევით ჩამოდის, მოწვევაზე უარი განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა. თუმცა როგორც მექსიკის პრეზიდენტი ამბობს, მისი ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ კანადის პრეზიდენტი მზად არის მასთან შესახვედრად მექსიკაში ჩავიდეს.

პოლიტოლოგების ნაწილი მექსიკის პრეზიდენტს მოუწოდებდა არ ჩასულიყო ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად, ამერიკა მექსიკის საზღვართან არსებული ვითარების და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, თუმცა როგორც მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, ის ვაშინგტონში ჩამოვა და თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება.

ამერიკა-მექსიკასა და კანადას შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულება წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის ასპექტებს არეგულირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG