ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეტეორის ნამსხვრევები ტბაში ვერ აღმოაჩინეს


მეტეორი 20 ბირთვული ბომბის ძალით აფეთქდა

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მყვინთავებმა გაყინულ ტბაში მასიური მეტეორის ფრაგმენტები ვერ აღმოაჩინეს.
პარაკევს 10-ტონიანმა მეტეორმა ჩილიაბინსკის დილის ცა გაანათა და შემდეგ 20 ბირთვული ბომბის ძალით აფეთქდა. აფეთქებამ წარმოშვა შოკური ტალღა, რომელმაც ჩაამსხვრია ათასობით მინა და დააზიანა შენობები. 1100 ადამიანი დაშავდა ძირითადად ნამსხვრევების შედეგად. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, მეტეორი ატმოსფეროში 54 ათასი კილომეტრი საათით შეიჭრა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, სავარაუდოდ ზარალი 33 მილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG