ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა მერკელის ინდოეთში ვიზიტი შეაყოვნა


ირანმა მერკელის ინდოეთში ვიზიტი შეაყოვნა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ვიზიტი ინდოეთში მცირე ხნით შეყოვნდა, რადგან მისი თვითმფრინავისთვის ირანის საჰაერო სივრცე დახურულად გამოცხადდა.

უმაღლესი პირის თვითმფრინავი იძულებული გახდა თურქეთის ტერიტორიის თავზე ორი საათის განმავლობაში წრეზე ეფრინა. თუმცა მეორე რეისი, რომელსაც ქვეყნის ოფიციალურ პირთა დელეგაცია მიჰყავდა, ირანმა უპრობლემოდ გაატარა და ის ინდოეთში დაუბრკოლებლად ჩავიდა.

გერმანიაში ირანის ელჩი სასწრაფო ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს. გვიდო ვესტერველეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, განცხადებით აღნიშნული ფაქტი ყოვლად დაუშვებელია და გერმანიის მიმართ უპატივცემულობაზე მიუთითებს. ოფიციალური თეირანი ქალბატონი მერკელის თვითმფრინავის შეყოვნების მიზეზზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

გერმანელი ლიდერი დელიში დაგვიანებით ჩავიდა და ინდოეთის პრემიერ მინისტრს, მანმოჰანგ სინგჰს, ანტიტერორიზმზე და ავღანეთის პრობლემებზე ესაუბრა.

XS
SM
MD
LG