ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერიული მკვლელი და სექტის ლიდერი მენსონი ციხეში გარდაიცვალა


ჩარლზ მენსონი

ჩარლზ მენსონი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავად ცნობილი სერიული მკვლელი, ოთხნახევარი ათწლეულის ციხეში ყოფნის შემდეგ, კვირა ღამეს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კალიფორნიის ციხეების დეპარტამენტის ცნობით, მენსონი კერნის საგრაფოს ჰოსპიტალში, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მენსონი და მისი ექვსი თანამზრახველი 1971 წელს დააპატიმრეს. მათ 1969 წელს, ლოს ანჯელესში, ორი ღამის განმავლობაში, შვიდი საშინელი მკვლელობა ჩაიდინეს. მოგვიანებით, მენსონთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, მისი სამი მიმდევარიც ციხეში აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG