ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მელანია ტრამპის თვითმფრინავში კვამლი დადგა


ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. ენდრიუს საჰაერო ბაზიდან აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავს მექანიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც თვითმფრინავი ბაზაზე დაბრუნდა.

ჟურნალისტების თქმით, რომლებიც პირველ ლედისთან ერთად ბორტზე იმყოფებოდნენ, თვითმფრინავში კვამლი და დამწვრის სუნი გაჩნდა.

მელანია ტრამპი ფილადელფიაში მიფრინავდა, სადაც ოპიოიდების კრიზისთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა.

რამდენიმე საათში პირველი ლედი სხვა თვითმფრინავით ჩაფრინდა ფილადელფიაში და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG