ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლს ევროზონის პრობლემები არ აშინებს


რუსეთის პრემიერ მინისტრი, დმიტრი მედვედევი და საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, ჟან მარკ არო. 27 ნოემბერი, 2012 წ. პარიზი

მოსკოვი არ აპირებს ხაზინაში არსებული უცხოური ვალუტა, რომელშიც ევრო დომინირებს, სხვა ქვეყნის ვალუტაზე გადაცვალოს

რუსეთის პრემიერ მინისტრი, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, რუსეთს ევროზონის ეკონომიკური განვითარების სჯერა.

სამშაბათს, პარიზში ვიზიტისას მედვედევმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აპირებს ხაზინაში არსებული უცხოური ვალუტა, რომელშიც ევრო დომინირებს, სხვა ქვეყნის ვალუტაზე გადაცვალოს.

რუსეთის პრემიერის განცხადება ევროზონის ფინანსურ ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთის ვალის შემცირებას დათანხმდა. ათენის დეფოლტთან მიახლოვებულმა დავალიანებამ ევროზონის არსებობას საფრთხე შეუქმნა.
XS
SM
MD
LG