ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი დღეს კიევში ჩავა


მედვედევი დღეს კიევში ჩავა
მედვედევი დღეს კიევში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს კიევში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდება და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო იტარტასის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერი ბუნებრივი აირისა და ყირიმის ნახევარკუნძულზე შავი ზღვის ფლოტის განთავსების საკითხებს შეეხება.

აღსანიშნავია,რომ უკრაინა ცდილობს,რომ რუსეთის გაზის კომპანიას „გაზპრომს „ ბუნებრივი აირზე დაწესებული ტარიფი შეამცირებინოს.

იმის გამო ,რომ უკრაინის მოსახლეობის 50პროცენტი რუსეთიდან შემოსულ ბუნებრივ აირს მოიხმარს, გაზზე ფასების დაწევითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის დამხარებით, უკრაინის ბიუჯეტში დეფიციტის შემცირება მოხდება.

შეგახსენებთ, რომ წარსულში რუსეთმა უკრაინას გაზი გადასახადების დაგვიანებისა და ტარიფის გაზრდის მოთხოვნის გამო შეუწყვიტა.

XS
SM
MD
LG