ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ქვეყნებში პირველი მაისი აღნიშნეს


მოსკოვში რუსმა მშრომელებმა წითელ მოედანზე პატრიოტული მოწოდებებით ჩაიარეს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პირველი მაისის დღესთან დაკავშირებით ათასობით ადამიანმა ქუჩებში აქციები გამართა. დემონსტრანტები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ.

სტამბოლში ტაკსიმის მოედანზე პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის საშუალებით დაშალა. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ თურქეთში ანალოგიური დემონსტრაციები ანტისამთავრობო მოძრაობაში გადაიზარდა.
დღეს მოსკოვში რუსმა მშრომელებმა წითელ მოედანზე პატრიოტული მოწოდებებით ჩაიარეს. დემონსტრაციის მონაწილეებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ, რომელზეც „მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით“ და „მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი“ ეწერა. პირველი მაისის მშრომელთა დემონსტრაცია მოსკოვში 1990 წლის შემდეგ პირველად გაიმართა.

აქციები გაიმართა აზიის ქვეყნებშიც. მანილას ქუჩებში გამოსულმა ათასობით მუშამ და აქტივისტმა ხელფასების გაზრდა და საცხოვრებელი ხარჯების შემცირება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG