ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრექსიტის" ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, მეის გადადგომისკენ მოუწოდებენ


ბრიტანელი კანონმდებლები ეწინააღმდეგებიან ტერეზა მეის ბოლო საკანონმდებლო წინადადებას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. პრემიერს გადადგომისკენ საკუთარი პარტიის წევრები მოუწოდებენ.

ახალი კანონპროექტი, რომელსაც ის პარლამენტში წარადგენს, მოიცავს დებულებას იმის შესახებ, ჩატარდეს, თუ არა მეორე რეფერენდუმი ევროკავშირიდან გაასვლის შესახებ. თუმცა ევროკავშირის დატოვება ოპოზიციური კანონმდებლების მთავარი მოთხოვნაა.

მეიმ ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებზე, რომელსაც მან „ბოლო შანსი“ უწოდა ბრექსიტის გარიგების დასასრულებლად.

კანონმდებლებმა 3-ჯერ უკვე უარყვეს მეის შეთავაზებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა, პრემიერი მათ გადარწმუნებას ივნისის პირველ კვირაში შეეცდება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ზომას, მეი აპირებს პრემიერობიდან და კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობიდან გადადგომის გეგმა ჩამოაყალიბოს.

ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებას 3 წლის წინ დაუჭირა მხარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG