ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დღეები დათვლილია - ჯიმ მატისი


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ერაყში ჩავიდა. გენერალი ჯიმ მატისი დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის შეხვდა. პენტაგონის ხელმძღვანელი დღეს მთავრობის სხვა წევრებს და ერაყში შექმნილი ვითარების სტაბილიზაციაზე მომუშავე ამერიკელ სამხედროებსაც ხვდება.

თავდაცვის მდივნის თქმით, “დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დღეები დათვლილია”. თუმცა, გენერალი მატისი სიფრთხილესაც გამოხატავს და ამბობს, რომ დაჯგუფების დამარცხება “ერთ ღამეში არ მოხდება” და გამარჯვება გარდაუვალი არ არის. აღნიშნული განცხადება მან ერაყში დაუგეგმავი ვიზიტის წინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG