ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების საწინააღმდეგო პოლიტიკას დროებით აყოვნებს


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ჯარისკაცების არმიაში გაწევრიანების ამჟამინდელი პრაქტიკა ძალაში დარჩება სანამ პენტაგონი კარგად არ შეისწავლის პრეზიდენტ ტრამპის დირექტივას.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი იქნება ის, თუ რა არის უმჯობესი „საბრძოლო ეფექტურობისთვის.“

კვლევამ უნდა მოიცვას კონსულტაციები შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან. ამის შემდეგ, მატისის განცხადებით, ის რეკომენდაციებს გაუგზავნის პრეზიდენტ ტრამპს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, პრეზიდენტმა გამოსცა მემორანდუმი, რომელიც ტრანსგენდერი რეკრუტების სამხედრო სამსახურში დაქირავების აკრძალვას ახანგრძლივებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG