ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეპიდემიით დაზარალებულთა დახმარების პროექტი ამერიკის სენატში დამტკიცებას ელის


1.8 ტრილიონი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს ამერიკის სენატში ორშაბათს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს. პაკეტი კორონავირუსის ეპიდემიით განსაკუთრებით დაზარალებული ამერიკელებისა და ბიზნესის მფლობელების დახმარების ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კვირას კანონპროექტი ჩავარდა, რადგან დემოკრატები პაკეტის რამდენიმე ნაწილს არ ეთანხმებოდნენ. თუმცა, ორშაბათს კიდევ ერთი კენჭისყრა იგეგმება.

ფინანსური დახმარების პაკეტი ამერიკული ეკონომიკის მხარდაჭერას და ამერიკელთა და ამერიკული ბიზნესების 90 %-ისთვის პირდაპირ თანხებით დახმარებას და სხვა ზომებსაც გულისხმობს.

დემოკრატები ამბობენ, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტში ზემდეტად დიდი დახმარებაა გათვალისწინებული კორპორაციებისთვის, მაშინ, როდესაც, მათი აზრით, ფედერალური დახმარების მეტი ნაწილი ადგილობრივ ჯანდაცვის თუ ზრუნვის ცენტრებს უნდა გადაეცეს, დაიხარჯოს ნიღბებზე, სუნთქვის დამხმარე საშუალებებზე, პირადი უსაფრთხოების დასაცავ აღჭურვილობაზე და შტატის თუ ადგილობრივი მთავრობების საჭიროებებზე იმისთვის, რომ ეპიდემიას ებრძოლონ.

პროცედურული კენჭისყრისას კანონპროქტის ჩავარდნამ კანონმდებლები პაკეტის ზოგიერთ არსებით ნაწილზე დისკუსიის მაგიდასთან დააბრუნა. ამავე დროს კი, უოლ სტრიტისთვის გასული კვირა 2008 წლის შემდეგ ყველაზე უარესი იყო. ინვესტორები ფინანსური დახმარების პროგრამის დამტკიცებას ელოდებიან.

წარმომადგენელთა სპიკერმა ნენსი პელოსიმ კვირას განაცხადა, რომ პალატა ეკონომიკური დახმარების პაკეტის საკუთარ ვერსიაზე მუშაობას ასრულებს. პაკეტი კი, მისი თქმით, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც რესპუბლიკელი სენატორები უჭერენ მხარს და კორონავირუსის გამოწვევებს სათანადოდ აღიარებს.

კონგრესის ორივე პარტიის წევრებს, საბოლოოდ, პოზიციების შეჯამება მოუწევთ. სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი დემოკრატებს აკრიტიკებს და ამბობს, თუკი ორშაბათს კონგრესი მოქმედებაზე გადასვლას ვერ შეძლებს, ეს იმიტომ, რომ მისი "დემოკრატი კოლეგები წვრილმანებზე ვაჭრობენ" მაშინ, როდესაც ქვეყანა მათგან გაერთიანებას და პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას მოელის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG