ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება


ავსტრალიაში ტყის გამანადგურებელი ხანძრის გამო, ქვეყნის პრემიერი სკოტ მორისონი გამოვიდა და თქვა, რომ მთავრობა კოორდინირებულად მოქმედებს კრიზისის აღმოსაფხვრელად.

პრემიერმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სამხედროებმა ხანძრის გამო ქალაქ ვიქტორიაში ჩაკეტილი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

მორისონის თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს საწვავის მარაგის შევსებასა და კომუნიკაციების აღდგენაზე. კომუნიკაცია ხანძრის გამო აქამდე შეწყვეტილი იყო.

ათასობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, ხოლო მაღაზიებში, თითქმის ამოიწურა საკვების მარაგი.

ხანძრების ტერიტორიიდან 250 კილომეტრის რადიუსში ყველა ტურისტი გააფრთხილეს კრიზისის შესახებ და სთხოვეს, რომ ამინდის გაუარესებამდე დაეტოვებინათ ტერიტორია 24 საათის განმავლობაში.

ავსტრალიის მასშტაბით, სექტემბრის შემდეგ მომხდარი ხანძრების გამო, მინიმუმ 18 ადამიანი გარდაიცვალა და 1,200-მა დაკარგა საცხოვრებელი სახლი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG