ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ მოსწავლე კრიტიკულ მდგომარეობაშია


ამერიკის კიდევ ერთი სკოლა დანაშაულის ადგილად იქცა. პისტოლეტით შეიარაღებული მოსწავლე მერილენდის შტატში მდებარე სკოლაში შეიჭრა და დერეფანში მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. მან ორი მოსწავლის დაჭრა მოახერხა მანამდე, სანამ სკოლის მანდატურმა ის სასიკვდილოდ დაჭრა.

“გრეით მილზის” სკოლაში, რომელიც ვაშინგტონიდან დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული, 17 წლის ოსტინ ვეიტის მიერ დაჭრილი 16 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი გოგონას იცნობდა, თუმცა თავდასხმის მოტივი ცნობილი ჯერ არ არის.

შერიფმა ტიმოთი კამერონმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა გასროლის შესახებ ინფორმაციის მღებისთანაცე “მასობრივი რეაგირება” გააკეთეს. მან ასევე დასძინა, რომ ეს ისეთი შემთხვევაა, “რომლისთვისაც უწყვეტად ვიწვრთნებით, მაგრამ ვლოცულობთ, რომ მისი გამოყენება არასოდეს დაგვჭირდება.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG