ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

16 ადამიანი დაიღუპა მისისიპის შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნისას


16 ადამიანი დაიღუპა მისისისპის შტატში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნისას.

მთავრობის ცნობით, თვითმფრინავი KC-130, რომელიც საწვავის შესავსები ტანკერია, შტატის დედაქალაქის ჯექსონის ჩრდილოეთით, დაახლოებით 135 კილომეტრის დაცილებით მდებარე სოიოს ყანაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

საზღვაო ძალების პრესსპიკერმა კაპიტანმა სარა ბერნსმა მხოლოდ ის თქვა, რომ თვითმფრინავმა “მარცხი განიცადა”. ბორტზე მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.

ავიაკატასტროფას “სულისშემძვრელი” უწოდა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც დაღუპულების და მათი ოჯახების მიმართ მწუხარება სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოთქვა.

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ნაპოვნია 16-ვე დაღუპულის ცხედარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG