ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეტჩერის დაკრძალვა დემონსტრაციის ფონზე გაიმართა


"რკინის ლედის" უკანასკნელ გზაზე გაცილების ცერემონია ისეთივე კონტრასტული იყო, როგორც თავად ტეტჩერის მოღვაწეობა

ოთხშაბათს ლონდონის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი იდგა იმისათვის, რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი. სამგლოვიარო მსვლელობის პარალელურად ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა რომ, ბრიტანეთის ყველაზე სადაო პოლიტიკოსის გარდაცვალება ეზეიმათ.

როგორც კი სამგლოვიარო პროცესია საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა, ტეტჩერის ოპონენტები მწკრივში ჩადგნენ.

ისინი მარგარეტ ტეტჩერის სამგლოვიარო პროცესიისგან ზურგშექცევით დადგნენ და ლონდონის ცენტრალურ ნაწილში ამგვარად მოძრაობდნენ.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ „ ტყუილუბრალოდ დახარჯული ფული“. ამ სიტყვებით ისინი ოთხშაბათს მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარის ფაქტს აპროტესტებდნენ.
ასევე ტეტჩერის საწინააღმდეგო ნიშნებს აჩვენებდნენ.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტეტჩერი ბევრი მემარცხენისთვის მტრად აღიქმებოდა. კონსერვატიული პარტიის პრემიერ-მინისტრი პრივატიზაციის პროცესს მიყვებოდა და დერეგულაციას, შეუმცირა გადასახადები მდიდრებს და დაუპირისპირდა პროფკავშირებს.

ოთხშაბათს მისმა ოპონენტებმა განაცხადეს რომ მას ამას არ აპატიებენ.

აქციის მონაწილე: ამ ღონისძიებაში მონაწილეობით ჩვენ ვაჩვენებთ რომ, ამ ბლეფის მონაწილე არ უნდა იყო, და არ უნდა იზეიმო მისი ცხოვრება, რადგან ვფიქრობ ეს არ იყო ისეთი ცხოვრება რომელიც ზეიმს იმსახურებს.

აქციის მონაწილე: მე აქ ვარ ამ აქციაზე და გამოვხატავ სიხარულს იმასთან დაკავშირებით რომ იგი გარდაიცვალა.

აქციის სხვა მონაწილე ამბობს რომ, ადამიანები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ინგლისიდან, ძალიან გულდაწყვეტილი არიან იმის გამო რომ არ ჰქონდათ სამართლებრივი უფლება თავი დაეცვათ ამ ქალისგან, და ეს ერთადერთი რამ არის რის გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ. იმედია, ეს იქნება წყალგამყოფი და წინ დავიძვრებით.

ოთხშაბათის აქცია არ ყოფილა პირველი, რომელიც ბრიტანეთში ტეტჩერის გარდაცვალების შემდეგ გაიმართა.

შაბათს მისი ოპონენტები საზეიმოდ ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ.

მათ განაცხადეს რომ, მის პოლიტიკას და მემკვიდრეობას აპროტესტებდნენ, რომელიც მან დატოვა. ამაში ისინი გულისხმობენ უთანასწორობის ზრდას და დიდ ბრიტანეთში ცხოვრების გაძვირების პრობლემას.

ბევრმა ბრიტანელმა ამ "ზეიმის" გამო კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

თუმცა ტეტჩერის მოწინააღმდეგეები ამბობენ რომ, ეს კარგი შანსია იმისთვის რომ, ბრიტანეთის საზოგადოებას მიმართონ და მიულოცონ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მამაკაცი ოთხშაბათს ხალხს ბროშურებს ურიგებდა და თან ტეტჩერის მემკვიდრეობაზე საუბრობდა.

აქციის მონაწილე: ბრიტანეთში ისევ ორად არის გაყოფილი საზოგადოება. სავარაუდოდ ტეტჩერთან დაკავშირებით ისევ არსებობს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება. იმედია ასეთი საპროტესტო აქციებით, საკითხის წინ წამოწევით და ალტერნატიული შეხედულებების ადამიანების წარმოჩენით მოხდება მისი მემკვიდრეობის გადახედვა.

მისი აზრით, ტეტჩერის გარდაცვალება ახალ დებატებს გააჩაღებს ბრიტანეთის მომავალთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG