ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

83 წლის ასაკში გარდაიცვალა პანამის ყოფილი სამხედრო დიქტატორი მანუელ ნორიეგა (სრული სახელი: მანუელ ანტონიო ნორიეგა მორენო). მისი მმართველობის პერიოდი ქვეყანაში კორუფციის და ძალადობის აღზევებით გამოირჩეოდა.

პანამის პრეზიდენტ ხუან კარლოს ვარელას თქმით, გენერალ ნორიეგას გარდაცვალებით, ქვეყნის ისტორიაში მთელი ქვეთავი დაიხურა. ყოფილ დიქტატორს თავის ტვინის კიბო ჰქონდა და რამდენიმე ხნით ადრე გადატანილი სერიოზული ოპერაციების გართულებების გამო, ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG