ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია


ლეგენდარული უფლებადამცველი, ნობელის პრემიის ლაურიატი ნელსონ მანდელა შაბათს დილის 8 საათზე ფილტვის ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა კვლავ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა "სერიოზულია, მაგრამ სტაბილური".

პრეზიდენტ ჯაკობ ზუმას პრესცენტრის განცხადებით, მანდელას ჯანმრთელობა შაბათის შემდეგ უცვლელი რჩება: "ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა უცვლელია.იგი საავადმყოფოში შაბათს დილის 8საათზე ფილტვის ინფექციის დიაგნოზით მიიყვანეს. პრეზიდენტი ზუმა მოუწოდებს მოსახლეობას, ილოცონ მანდელას და მისი ოჯახისთვოს, რადგან ისინი ამ წუთებში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან."
XS
SM
MD
LG