ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელას ჯანმრთელობა გაუმჯობესდა


ზენანი მანდელა დიამინი, ჟურნალისტებს ორშაბათს პრეტორიის საავადმყოფოსთან გაესაუბრა

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას ქალიშვილი აცხადებს, რომ მანდელა საავადმყოფოშია და ფილტვის ინფექციის მკურნალობას აგრძელებს.

არგენტინაში სამხრეთ აფრიკის ელჩი ზენანი მანდელა დიამინი, ჟურნალისტებს ორშაბათს პრეტორიის საავადმყოფოსთან გაესაუბრა.

კვირას პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ განაცხადა, რომ 94 წლის მანდლა მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია. ზუმამ იქვე დასძინა, რომ ექიმები მანდელას გაჯანსაღების გარკვეულ ნიშნებს ატყობენ.


XS
SM
MD
LG