ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელას მკვლელობის ორგანიზატორი გაასაამართლეს


20 ეჭვმიტანილი განაჩენის გამოტანას ელოდება წარსული დანაშაულისთვის

2002 წელს ნელსონ მანდელას მკვლელობის ინიციატორი მიკუ დე ტოიტი გაუტენგის პროვინციის უმაღლესმა სასამართლომ ღალატში დაადანაშაულა.

მიკე დე ტოიტი უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორია და იგი სამხრეთ აფრიკის გასამხედროებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. აღნიშნული დაჯგუფება იმ დროს აპარტეიდს უჭერდა მხარს და შავკანიანი მსოახლეობის დისკრიმინაციას ეწეოდა.

მოწმეებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, რომ დუ ტოიტი და მისი თანამზრახველები სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მოკვლას გეგმავდნენ. მათ ასევე შემუშავებული ჰქონდათ გეგმა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ შავკანიანებს მეზობელ ქვეყნებში განდევნიდნენ.

სასამართლოს დამნაშავისთვის განაჩენი ჯერჯერობით არ გამოუტანია. ვერდიქტს კიდევ 20 ეჭვმიტანილი ელოდება. სავარაუდოდ ყველა მათგანს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.


XS
SM
MD
LG