ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეჩნეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტები სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ 


ჩეჩნეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტი ელენა მილაშინა სასტიკად სცემეს. "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რესპუბლიკაში რეპორტაჟს ამზადებდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად, მას მოკვლითაც დაემუქრნენ - ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის სახელით.

ელენა მილაშინა 2020 წელს "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ლაურეატია, მას გამბედაობის ჯილდო გადაეცა. მილაშინა ანა პოლიტიკოვსკაიას კოლეგაა, რომელიც ჩეჩნეთზე კრიტიკული სიუჟეტების მომზადების შემდეგ, საკუთარ სახლში მოსკოვში მოკლეს.

მომხდარი თავდასხმის შესახებ რამზან კადიროვმა, ჩეჩნეთის ლიდერმა გააკეთა განცხადება. ის ამბობს, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს მიესალმება, ხოლო ჟურნალისტების უფლებების დარღვევას-შექმნილ მითად, რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით.

მილაშინა "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ამბობს, რომ არ აპირებს გაჩერებას და გააგრძელებს კრიტიკული რეპორტაჟების მომზადებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG