ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ მალიკი ამერიკის დახმარებას ითხოვს


ერაყში მზარდი ძალადობა პრემიერ მინისტრის, ნური ალ მალიკის შეშფოთების მიზეზი გახდა

ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ერაყში მზარდ ძალადობასთან საბრძოლველად ამერიკის დახმარებას ითხოვს. ის დღეს ამერიკის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს ხვდება.

ბატონი მალიკი ასევე მოხსენებას წაიკითხავს ამერიკა-ერაყის ურთიერთობებზე, სადაც ომის შემდგომი პერიოდის გამოწვევებს მიმოიხილავს. ერაყში ახლა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისიპრება პიკს აღწევს. წელს ამ დაპირისპირებას 7 500 ადამანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუშინ, მისი და ამერიკის ვიცე პრეზიდენტის შეხვედრისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკას გადაწყვეტილი აქვს ერაყელებს ალ-ყაიდასთან ბრძოლაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG