ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ქალიშვილები


მიშელ ობამას არ სურს, რომ მალია და საშა პრეზიდენტის ქალიშვილების სტატუსის პრივილიგიებით აღიზარდონ

ოთხი წლის წინ ბარაკ ობამას ქალიშვილებისთვის: მალიას და საშასთვის მამის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ახალი გამოწვევებით აღსავსე ცხოვრებას ნიშნავდა. დღესდღეობით ობამას ქალიშვილებისთვის თეთრ სახლში ცხოვრება რუტინული ყოველდღიურობაა.

ორშაბათს პრეზიდენტ ობამას მეორედ ფიცის დადების ცერემონიალზე, ტელეკამერებმა უმცროსი ქალიშვილი საშა მთქნარების დროს დააფიქსირეს.

თოთხმეტი წლის მალიაც ასევე აღბეჭდეს ტელეკამერებმა, როდესაც იგი მამას ფიცის დადების დროს მობილური ტელეფონით ფოტოებს უღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ობამას ქალიშვილებს თეთრ სახლში გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებსა და მუდმივი კონტროლის ქვეშ ცხოვრება უწევთ, მიშელ ობამა ცდილობს გოგონებს ნორმალური პირობები შეუმნას. მას არ სურს, რომ მალია და საშა პრეზიდენტის ქალიშვილების სტატუსის პრივილიგიებით აღიზარდონ.
XS
SM
MD
LG