ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიაში 79 ადამიანი დააპატიმრეს


ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ამბოხებულებთან მოლაპარაკებას არ აპირებენ

მალაიზიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საბას შტატში მათ 79 ადამიანი დააპატიმრეს. ისინი ფილიპინელ მუსლიმთა კლანს წარმოადგენენ, რომელმაც გასულ თვეში რესურსებით მდიდარ რეგიონზე კონტროლი დააწესა.

ფედერალური პოლიციის შეფმა, ისმაილ ომარმა განაცხადა, რომ შეტაკებებში დაღუპულთა რიცხვმა 61-ს მიაღწია. ჯგუფის ლიდერმა, ჯამალულ კირამ მესამემ, რომელიც საკუთარ თავს სულთანს უწოდებს, გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის მოწოდების შემდეგ ხუთშაბათს განკარგულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გასცა. მალაიზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ამბოხებულებთან მოლაპარაკებას არ აპირებენ და მოწინააღმდეგისგან მხოლოდ უსიტყვო კაპიტულაციას მიიღებენ.
XS
SM
MD
LG