ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის აგენტს მარია ბუტინას დღეს განაჩენს გამოუტანენ


შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლე რუსეთის აგენტს მარია ბუტინას განაჩენს დღეს გამოუტანს. მან დეკემბერში ბრალი უკვე აღიარა.

მარია ბუტინას ჩვენების მიხედვით, ის რუსეთის ოფიციალური პირის დავალებით, იარაღის ტარების უფლებისთვის მებრძოლ გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციაში ჩანერგეს, რათა რესპუბლიკელებზე და კონსერვატორ აქტივისტებზე გავლენა მოეხდინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოგვიანებით, მისი რუსეთში დეპორტაცია მოხდება. დეპორტაციას ითხოვენ როგორც პროკურორები, ასევე ბუტინას ადვოკატები.

პროკურორები მისთვის 18 თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ. რუსეთის აგენტი ივლისის შემდეგ დაკავებულია. ბუტინას ადვოკატები შეეცდებიან დაასაბუთონ, რომ მან ციხეში საკმარისი დრო, 9 თვე დაჰყო და დანაშაულისთვის უკვე საკმარისად დაისაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG