ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში გარდაცვლილ ადვოკატს გადასახადების დამალვისთვის ასამართლებენ


გარდაცვლილი ადამიანის გასამართლება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში უჩვეულო მოვლენად ითვლება. რუსეთი სწორედ ამას აპირებს. სასამართლომ ორშაბათს განაცხადა, რომ ცნობილი იურისტი სერგეი მაგნიტსკის საქმე გაზაფხულზე დაიწყება.

რუსეთის სასამართლომ ორშაბათს დახურული მოსმენა გამართა, რომელზეც გადაწყდა, რომ სამი წლის წინ გარდაცვლილი მაგნიტსკი სასამართლოს ბრალდებული იქნება. მან რუსი მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, რომლებიც საინვესტიციო ფონდ „ერმიტაჟ კაპიტალში“ ხდებოდა. მაგნიცკის სასამართლო 4 მარტსაა დანიშნული. გარდაცვლილ იურისტს ბრალი გადასახადების გადაუხდელობაში ედება.

რუსეთის პროკურატურამ მაგნიტსკის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 2007 წელს მან რუსი მაღალჩინოსნები 230 მილიონი დოლარის ოდენობის კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. მაგნიცკი 2008 წელს დააპატიმრეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დგარდაიცვალა.

გამომძიებლებმა ვერ შეძლეს მის სიკვდილში დამნაშავე ადამიანების დასჯა. ამან კი საბოლოო ჯამში რუსეთის წინააღმდეგ კრიტიკის დიდი ტალღა გამოიწვია. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი სინამდვილეში კორუფციის საქმიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

მაგნიტსკის საქმე ამერიკასა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაპირისპირების საგანიც გახდა. სასამართლო პროცესის დაწყების ფონზე, ეს დაპირისპირება ევროპის სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის პოლიტიკურ დავაში გადაზრდის პოტენციალსაც ქმნის.

ამერიკელმა კანონმდებლებმა გასულ წელს კანონი მიიღეს, რომელსაც სერგეი მაგნიტსკის სახელი დაარქვეს. კანონის თანახმად კორუფციაში ეჭვმიტანილ რუს სახელმწიფო მოხელეებს ამერიკაში მოგზაურობა ეკრძალებათ. გარდა ამისა, კორუფციაში ეჭვმიტანილ ბიზნესებს და პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ კომპანიებს ამერიკაში აქტივების ქონის უფლება ჩამოერთვათ.

კრემლმა კონგრესის ნაბიჯს საპასუხო რეაქცცია მალევე მოაყოლა და რუსეთიდან ამერიკელი ოჯახებისთვის ბავშვების გაშვილება აკრძალა.

უილიამ ბროდერი, რომელიც მაგნიტსკის ყოფილი უფროსი და „ერმიტაჟ კაპიტალის“ პრეზიდენტი იყო, ამერიკის მიერ მაგნიცკის აქტის მიღებას აქტიურად ლობირებდა. ის ახლა იგივე მიზნის მიღწევას ცდილობს ევროკავშირის სახელმწიფოებში და ევროპის რამდენიმე ქვეყანას მსგავსი კანონის მიღებას სთხოვს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მაგნიტსკის გასამართლება სახელმწიფო მოხელეების მიერ თავის დაცვისა და საერთაშორისო კრიტიკის შემსუბუქების მცდელობაა.

მაშა ლიპმანი კარნეგის მოსკოვის ცენტრის ანალიტიკოსია. მისი თქმით:

„ეს რუსეთში ფართოდ გავრცელებული შეხედულების გამოძახილია, რომელსაც დაჟინებით სუვერენიტეტს უწოდებენ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენ დიადი და დამოუკედებელი ერი ვართ. არ მოვისმენთ არავის კრიტიკას. არავის აქვს იმის უფლება, რომ რამე გვასწავლოს ან ჭკუა დაგვარიგოსო.“

მაგნიტსკის სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმეჯერ გადაიდო. მთავრობის მიერ გამოყოფილმა დაცვის ადვოკატმა სასამართლოს დამატებითი დრო მოსთხოვა საქმისთვის მოსამზადებლად. ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო განჭვირვალობამ მაგნიცკის სასამართლო საქმეს „აბსურდული“ და „ბოროტების გამოხატულობა“ უწოდა.
მაგნიცკის მიერ კორუფციაში ბრალდებული ადამიანების სასამართლო პროცესი კვლავ დაგეგმილია.

მაგნიტსკის დედა ნატალია აცხადებს, რომ ის არავის დართავს ნებას მისი შვილის ლეგალური უფლებები ვინმემ სასამართლოში დაიცვას.

XS
SM
MD
LG