ხუთშაბათ შეერთებულ შტატებში განხორციელებული სპეცოპერაციისას ამერიკული კოზა ნოსტრას ასამდე წევრი დააკავეს.
ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ოპერაციას ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ღონისძიება უწოდა, რომელიც ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულა.
დაკავებული 127 ადამიანი ეჭვმიტანილია მკვლელობის, ნარკო ტრეფიკინგის, გამოძალვისა და დანაშაულის ჩადენაში.
ჰოლდერი: „დაკავების ფაქტი მნიშვნელოვანი ეტაპია ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევაში კოზა ნოსტრას ქსელის წინააღმდეგ, თუმცა რეალურად ჩვენი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ეს მიმდინარე პროცესია და ჩვენი საქმიანობის უპირველეს პრიორიტეტად რჩება.“