ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადაგასკარში არჩევნები დაინიშნა


საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი 2013 წლის 8 მაისს ჩატარდება

მადაგასკარში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი მაისისთვის დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია იმ პროცესისკენ, რაც მადაგასკარს 2009 წლიდან დაწყებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი 2013 წლის 8 მაისს ჩატარდება, მეორე რაუნდი კი ივლისს არის დანიშნული. 3 ივლისს ასევე ჩატარდება მადაგასკარის საპარლამენტო არჩევნებიც.

ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფო პოლიტიკურ კრიზისს 2009 წლის მარტიდან განიცდის. მაშინ ქვეყნის სათავეში სამხედრო ძალის გამოყენებით ოპოზიციის ლიდერი ენდრი რაჯოელინა მოვიდა. პრეზიდენტმა მარკ რავალომანანამ კი სამხრეთ აფრიკას შეაფარა ავი. იგი სამი წელია აფრიკაში დევნილობაშია. მან თქვა, რომ მადაგასკარში დაბრუნდება და დემოკრატიის აღდგენა სურს.


XS
SM
MD
LG