ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონის პარტიამ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა მოიპოვა


საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიამ, „რესპუბლიკა, წინ“, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში უმრავლესობა მოიპოვა. მაკრონის ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა პარლამენტში მანდატების 60%-ს გააკონტროლებს. პარტია ეროვნული ასამბლეის 577 ადგილიდან 308 დაიკავებს. მაკრონის ოპონენტმა, ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერმა, მარინ ლე პენმა, საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ 8 მანდატის მოპოვება შეძლო. არჩევნების მეორე ტური წარუმატებლად დასრულდა ასევე ტრადიციული პარტიებისთვის. საპარლამენტო უმცირესობას რესპუბლიკური პარტია გააკონტროლებს, 131 მანდატით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG