ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "იუნესკოს" წარმომადგენლებს შეხვდა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამანადგურებელი ხანძრის საკითხთან დაკავშირებით გაეროს კულტურის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

მაკრონმა „იუნესკოს“ დელეგაცია ელისეს სასახლეში პარასკევს მიიღო. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა შორის 1991 წელს შევიდა. მაკრონი აცხადებს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2024 წლისთვის დასრულდება. მას იმედი აქვს, რომ რეკონსტრუქცია საფრანგეთში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე მოესწრება. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არარეალისტური გათვლაა.

ფრანგულმა ბიზნესებმა და მოქალაქეებმა ტაძრის აღდგენისთვის საჭირო 800 მილიონი დოლარი უკვე გაიღეს. პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ ორშაბათს მსოფლიო შეჯიბრი გამოაცხადა საკათედრო ტაძრის ცნობილი სვეტის აღსადგენად.

პარიზის საკათედრო ტაძარში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია, ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა. მეხანძრეები ცეცხლის ალებს ადგილზე, 9 საათის განმავლობაში ებრძოდნენ.

ნაგებობის სვეტი და სახურავი ჩამოიშალა, მისი კედლები, ცნობილი სამრეკლო და ფერადი მინის სარკმლები კი გადარჩა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხელოვნების ნიმუშთა ნაწილი დაზიანებულია, მათ შორის მთავარი ორღანიც, თუმცა ბევრი ნამუშევარი და არტიფაქტი ხანძარს გადაურჩა და ლუვრის მუზეუმში იქნება გადატანილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG