ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 ქვეყნის ლიდერი უკრაინის კრიზისზე ტელეფონით ისაუბრებს


ამ კვირის ბოლომდე „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში უკრაინის კრიზისის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრიანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ამ ფორმატის საუბრები ყველაზე პროდუქტიული იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე შედგება სატელეფონო საუბრები საფრანგეთის, გერმანიის, უკრიანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, და ამის მიზანი იქნება მცდელობა, რომ გადაწყდეს მიმდინარე კონფლიქტი უკრიანის მთავრობასა და პრორუს სეპარატისტებს შორის.

ევროპელმა ლიდერებმა გასულ კვირას გადაწყვტეს, რომ გააფართოონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მომავალი 6 თვის განმავლობაში სწორედ უკრაინის კრიზისისა და ჩიხში შესული უგულებელყოფილი მინსკის სამშვიდობო პროცესის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG