ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაცვის თანამშრომელი დაითხოვა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან დროებით დაითხოვა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში დაცვის წევრი ელისეის სასახლესთან მიმდინარე აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება.

მოყვარულის მიერ გადაღებული ვიდეო პირველად ოთხშაბათს გავრცელდა, რასაც პრეზიდენტის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

გაზეთი „ლო მონდი“ იუწყება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალექსანდრე ბენალას უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა ინციდენტის შესახებ პოლიციისთვის არ მიუმართავს.

ვიდეოში ბენალა სასტიკად სცემს აქციის მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მას შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტს პოლიციელები შეესწრნენ, თუმცა მათ ბენალა არ შეუჩერებიათ.

მაკრონის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბენალა სამსახურიდან 2 კვირით დაითხოვეს და მომავალში უსაფრთხოების ნაცვლად, სხვა ადმინისტრაციული მოვალეობები დაეკისრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG