ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკარტურის ფონდი $625,000 ოდენობის 25 სტიპენდიას გასცემს


დღეს ცნობილი გახდა 2018 წლის მაკარტურის ფონდის 25 ამერიკელი სტიპენდიანტის ვინაობა. ე.წ. “გენიოსთა გრანტის” თითოეული მფლობელი 625 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.

გრანტი 5 წლის მანძილზე გადანაწილდება და კვარტალში ერთხელ გაიცემა. მის მფლობელს სრული უფლება აქვს თანხა საკუთარი სურვილის მიხედვით დახარჯოს და მოახმაროს ის სწავლას, კვლევას, თუ პირად კეთილდღეობას.

მაკარტურის ფონდის ხელმძღვანელობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტიპენდია “მიმღებს აძლევს საშუალებას, განავითაროს საკუთარი შემოქმედებითი ინსტინქტები ადამიანთა საზოგადოების საკეთილდღეოდ”. გამარჯვებულები სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ და წყვეტენ განსხვავებული ტიპის პრობლემებს, დაწყებული მეცნიერებით და მათემატიკური ამოცანების ამოხსნით, ხელოვნების ახალი, გაუკვალავი სფეროების ათვისებით, თუ მწირი რესურსების მქონე ჯგუფების დახმარებით დამთავრებული.

პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა 20-დან 30-მდე ამერიკის მოქალაქეს, ან მწვანე ბარათის მფლობელს. მათი მოღვაწეობის სფერო შეზღუდული არ არის. ფონდის ხელმძღვანელთა განმარტებით, მთავარია ნომინანტებმა შემოქმედებითი მიზნების მიღწევაში "თავდადება, განსაკუთრებული ორიგინალობა და მიზანდასახულობა" აჩვენონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG