ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიადის ოქროს მედლები


ლონდონის ოლიმპიადაზე დიდმა ბრიტანეთმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ჰელენ გლოვერმა და ჰეზერ სტანინგმა ნიჩბოსნობაში წყვილთა შეჯიბრი მოიგეს. ველოსიპედისტ ბრედლი უიგინგს შანსი აქვს ბრიტანეთის ისტორიაში ოლიმპიური მედლების რეკორდი მოხსნას. ტურ დე ფრანსის მოგებულს პირველი, მეორე ან მესამე ადგილიც კი საშუალებას მისცემს მეშვიდე ოლიმპიური მედალი აიღოს.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 24 მედლით ჯერჯერობით შეერთებული შტატები ლიდერობს. ჩინეთს 23 მედალი აქვს, საფრანგეთს და იაპონიას - 12-12. ოქროს მედლების რაოდენობით ყველას ჩინეთი უსწრებს. მან ლონდონში 13 პირველობა მოიპოვა. ამერიკა მას 4 მედლით ჩამორჩება.
XS
SM
MD
LG