ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში არეულობა გრძელდება


ლონდონში არეულობა გრძელდება
ლონდონში არეულობა გრძელდება

ჩრდილოეთ ლონდონის გაერუბანის - ტოტენჰამის ქუჩები დამწვარი მანქანებით, ცეცხლმოკიდებული სახლებითა და დაცარიელებული მაღაზიებით გაივსო. პოლიტიკოსები და პოლიცია არეულობაში საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს აბრალებენ. პარლამენტის წევრი დევიდ ლემი შემდეგს ამბობს:

„ტოტენჰამის მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფს გასულ ღამეს მომხდარ არეულობას. საზოგადოებას, რომელიც უკვე დაშავდა, ახლა გული ამოვარდნაზე აქვს. “

პოლიციელები კვლავ საავადმყოფოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დემონსტრაციის პროვოცირება ხუთშაბათს, მარკ დუგანის სიკვდილმა გამოიწვია. 29 წლის მამაკაცი, რომელიც ტაქსით მგზავრობდა, სასიკვდილოდ დაიჭრა პოლიციელის მიერ საპასუხოდ გასროლილი ცეცხლის შედეგად. კვირას, ადგილობრივი მოსახლეობა მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ შეიკრიბა, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციიტ უნდა აეღნიშნათ. მაგრამ მოულოდნელად, ეს ყველაფერი, არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა მეამბოხეების მიერ. მათ პოლიცილებელის მანქანებისა და საქალაქო ავტობუსების დაზიანება და ადგილობრივი სავაჭრო ობიექტების გაძარცვა დაიწყეს.

პოლიციას საათები დასჭირდა სიტუაციის წესრიგში მოსაყბანად. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობამ უკმაყოფილობა ვერ დაფარა მომხდარ ფაქტზ. თუმცა, მათი გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ დაძაბულობა, ეკონომიურად ხელმოცარულ რაიონბეში უკვე კარგა ხანია არსებობს და ეს მხოლოდ დროის ფაქტორი იყო, თუ როდის იფეთქებდა ის.

ადგილობრივი მცხოვრები სიმონი აღნიშნავს რომ ღარიბები საგრძნობლად იტანჯებიან ბრიტანეთში და ამ უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ ესაა.

„ ხალხი ძალიან შეწუხებულია ყველგან. მდიდრებს შეუძლიათ ფულის უკან დაბრუნება. ისინი, ჩვენი, ღარიბების მეშვეობით უკან ღებულობენ ფულს და წნეხში გვატარებენ, იძულებულს გვხდიან უფრო უკმაყოფილონი გაგვხადონ. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს რაც მოხდა საგუიხმო უნდა იყოს, რამაც ძლება უფრო ფართომსშტაბიანი სახე მიიღოს,-“ ამბობს სიმონი.

პრემიერ-მინისტრის კაბინეტმა აღნიშნულ არეულობას, „უკიდურესად მიუღებელი“ უწოდა. ბრიტაენთის შინაგან საქმეტა მდივანმა - ტერეზა მაიმ განაცხად რომ აჯანყებულებმა უგულვებელყვეს საზაოგადოებრივი წესრიგი და საკუთრების ხელშეუხებლობა. ამიტომ მათი საქციელი გაუმართლებულია.

რასობრივ დაპირისპირება ლონდონის ჩრდილოეთ რაიონში ხშირია, რასაც ეთნიკური უმცირესობის დიდი რაოდენობა და ასევე უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლი განსაზღვრავს. ანალოგიური მდგომარეობა იყო 1985 წელსაც, როცა ტოტენჰამის მახლობლად, არეულობამ პოლიციელის სიკვდილი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG