ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სივაჰარან კანდია ლონდონის გარეუბანში ერთ-ერთ მაღაზიას ფლობს. ორშაბათს საღამოს მან ტელევიზიით იხილა თუ როგორ ძარცვავენ მის მაღაზიას მაროდოირები.

"თერთმეტწლიანი სამუშოა წყალში გადაიყარა, კვირაში 80 დან 90 საათამდე ვმუშაობდი და ერთი ორი საათის განმავლობაში ეს ყველაფერი გაქრა. ყველაფერი გაცამტვერდა."

კანდიას მაღაზია იყო ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, რომელიც ლონდონში სამდღიან არეულობებს შეეწირა.

ყველაფერი შაბათს დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრაციით, რომლიც 29 წლის მამაკაცის დაღუპვას უკავშირდებოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა. ლონდონის ჩრდილოეთ რაიონებში დემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. მას შემდეგ მსგავსმა არეულობამ ლონდონის სხვა რაიონებიც მოიცვა და გადავიდა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბირმინგემი და ლივერპული.

ქუჩაში გამოსულმა ხალხმა შუშები ჩალეწა და მაღაზიებში შეიჭრა. შეტევა მიიტანეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ამას გარდა ცეცხლი წაუკიდეს შენობებსა და მანქანებს .

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა დროზე ადრე შეწყვიტა შვებულება და არეულობების ჩასახშობად ლონდონში დაბრუნდა. მან დათხოვილი პარლამენტიც უკან გამოიწვია. ამასთან დასძინა, რომ ლონდონში დამატებითი პოლიციის ძალები განლაგდება. ჰეკნის მოსახლეობისთვის ეს შესაძლოა შვებაც კი გახდეს, რადგანაც ზოგიერთი მათგანი იმასაც კი აცხადებს, რომ პოლიციამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა ძალადობების აღმოსაფხვრელად.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ბასანი მაბიალანი აცხადებს, ის ძალზედ შეშინდა ამ დღეების განმავლობაში

„მე ძალიან ძალიან შემეშინდა, უსუსურად ვიგრძენი თავი. ტელევიზიით ვუყურებდი თუ როგორ ცდილობდა პოლიცია გამკლავებოდა ამ არეულობას , მაგრამ იმასაც ვამჩნევდი რომ წინააღმდეგობის გაწევა მათ გაუჭირდათ. ნათელი იყო რომ პოლიცია რომელიც ჩემს დასაცავად იყო გამოსული ქუჩებში უმცირესობაში აღმოჩნდა..

ერთ-ერთი მოზარდის შაინის თქმით ხალხი ძალზედ დაშინდა

"ყველამ კარები ჩარაზა იმის გამო რაც ქუჩებში ხდებოდა, სახიფათო იყო რადგანაც ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვა, ქუჩებში მაქანები იწვოდა.“

დაიან აბოტი ჰეკნის წარმომადგენელია პარლამენტში, ის სამშაბატს ეწვია მოსახლეობას, ამერიკის ხმასტან საუბრისას მან დასძინა, რომ კომენდანტის საათი საუკეტესო გამოსავალია ამ შემთხვევაში.

მისი აზრით ამ არეულობის თავი და თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა

„უდავოა, რომ ახალგაზრდების ნაწილი გარუყულად თვლის თავს, რომ მათ საზოგადოებაში სიტყვა არ ეთქმით, ამასთან ისინი იმასაც ხედავენ, რომ საზოგადოებაში ქრება სოციალური კაპიტალი.“

ლონდონის პოლიციის განცხადებით დღიდან არეულობისა დაკავებულია 500-მდე ადამინი.

XS
SM
MD
LG