ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის


მზადება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის
მზადება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ფილიპ ჰამონდის განცხადებით, ლონდონი მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების განლაგებას აპირებს, რომლებმაც ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.

პარლამენტის წინაშე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ძალას არ დაიშურებენ, რათა თამაშები წყნარად და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ამ ძალისხმევაში ნაგულისხმებია რაკეტების განლაგება, თუ ბრიტანეთის სარდლობა ჩათვლის, რომ ამის საჭიროება არსებობს. მსგავსი რაკეტები წინა ოლიმპიადის მასპინძელმა ქვეყნებმაც განალაგეს. გაზეთ "გარდიანში" ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის ლონდონში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის 1000-მდე აგენტი ჩავა. სავარაუდოდ, მათი მისია საელჩოს დიპლომატებისა და ამერიკელი სპორტსმენების უსაფრთხოების დაცვა იქნება. "გარდიანი" ასევე აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს ოლიმპიური თამაშების დღეებში "ალ-ყაიდას" გააქტიურება აღელვებთ.

XS
SM
MD
LG