ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის საქმეზე, შესაძლოა, გამოძება მკვლელობის მუხლით წარიმართოს. გასულ კვირას ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა.

გამოძიების ცნობით, შენობის ინტერიერში გამოყენებულმა მასალამ ტესტირებას ვერ გაუძლო. გამოძიება ასევე იკვლევს Hotpoint-ის ბრენდის მაცივრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი იყო.

ლონდონის პოლიციის სპიკერის - ფიონა მაკკორმაკის განცხადებით, გამოძება ყველა შესაძლო ვერსიაზე, მათ შორის, მკვლელობაზე მუშაობს.

ბრიტანეთის მთავრობის გათვლებით, დაახლოებით, 600-მდე მრავალსართულიანი შენობაა იგივე მასალებით დამზადებული, რითაც გრენფელ თაუერი -გასულ კვირას ლონდონში დამწვარი შენობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG