ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის პოლიციამ ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა


გუშინ ლონდონის აღმოსავლეთ უბნებში ჩატარებული რეიდების შედეგად პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც ოფიციალური ინფორმაციით, ბრიტანეთის დედაქალაქში ტერაქტს გეგმავდნენ.

30-წელს გადაცილებული სამი მამაკაცი არაა დაკავშირებული გასულ კვირას სატვირთო ავტომობილიდან გადმოსული და ცივი იარაღით შეიარაღებული პირების მიერ ლონდონის ხიდთან მოწყობილ თავდასხმასთან, თუმცა როგორც პოლიცია ამბობს, მათ პრაქტიკულად დასრულებული ჰქონდათ ტერაქტის დაგეგმვა.

მანამდე კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელიც ასახავდა როგორ მოკლა გასულ კვირას პოლიციამ სამი თავდამსხმელი შემთხვევიდან 8 წუთის შემდეგ. გავრცელებული კიდევ ერთი ჩანაწერი აჩვენებს, როგორ შეხვდა ეს სამი თავდამსხმელი ერთმანეთს მუსლიმთა სპორტული დარბაზის სიახლოვეს თავდასხმამდე 5 დღით ადრე. ამ ვიდეომ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ეს სამი ადამიანი მუდმივი თვალთვალის ობიექტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG