ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ ლეონელ მესის პატიმრობა და ჯარიმა დაუდგინა


ბარსელონის სასამართლომ ლეონელ მესი და მისი მამა ხორხე დამნაშავედ ცნო საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში, რაც ქვეყანას 4.5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. სასჯელის გარდა, მესის 4.1 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა.

ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ სასჯელის ვადა არა ძალადობრივი დანაშაულისთვის ორ წელიწადზე ნაკლებია, ის შეიძლება ციხეში ჩასმის გარეშე მოხდილი იქნას პირობითად.

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ესპანეთის უზენაეს სასამართლოში.

XS
SM
MD
LG