ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას წევრს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


განაჩენი ნიუ იორკის სასამართლომ გამოიტანა

ქალაქ ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ ალყაიდას წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ადის მედუნჯანინი, ნიუ იორკის მეტროში 2009 წელს შეუმდგარი ტერაქტის ბრალდებით გაასამართლეს.

პროკურორების განცხადებით, ადის მედუნჯანინის და მისი თანამოაზრეების განზრახვის სისრულეში მოყვანამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა, თუმცა ფედერალური აგენტების ძალისხმევით ეს გეგმა ჩაიშალა. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მედუნჯანინი მართლმსაჯულებისგან გაქცევის მცდელობის მიზნით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანის სხვა მანქანებთან შეჯახებას ცდილობდა. მას საკუთარი თავის აფეთქება სურდა.

XS
SM
MD
LG