ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები იარაღის დაყრაზე უარს აცხადებენ


Libya's Former Rebels Pose Challenge
Libya's Former Rebels Pose Challenge

ამბოხებულები კადაფის მხარდამჭერების გათავისუფლებას ითხოვენ

წლინახევრის წინ ომარან ალ ავაიბმა, რომელიც პროფესიით ინჟინერია, საკუთარი საცხოვრებელი უბნის დასაცავად ხელში იარაღი აიღო. ის ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

„ეს ანტი-საჰაერო იარაღია. კადაფის ჯარისკაცებს ფრონტის წინა ხაზზე ჩამოვართვით.“

ის ახლა მეამბოხეებს უდგას სათავეში, რომლებიც ჯერ ისევ შეშფოთებული არიან საკუთარი ქვეყნის მომავლით.

„რევოლუციის გაგრძელება ჩვენი მთავარი საქმეა. ჩვენ არ გვინდა ცუდი ქვეყნის შექმნა, ან ზარმაცი მთავრობა. არ გვინდა ქვეყანა ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნდეს, როგორიც წარსულში გვქონდა.“

ალ ავაიბი ამბოხებულთა მოძრაობას უდგას სათავეში, რომლის წევრებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მათ საკმარისი პატივისცემით არ ეპყრობა.

„ეს ლიბიის ომია. ჩვენ ამ ოის უნდა გვჯეროდეს და ის ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ იმიტომ რომ ამ ომმა თავისუფლება მოგვიტანა. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მთავრობა მის დავიწყებას ცდილობს.“

ამბოხებულები ითხოვენ კადაფის მხარდამჭერები გაათავისუფლონ ლიბიის სახელმწიფო სამსახურებიდან და შეიარაღებული ძალებიდან. გარდა ამისა, ისინი ქვეყნის პარლამენტს სთხოვენ მიიღოს კანონები, რომლებიც მეამბოხეებს ლიბიის სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი ყველა დანაშაულისგან იმუნიტეტს მიანიჭებს.

„როდესაც ჯარისკაცებს ვიჭერდით მათ ვკლავდით. აბა რა უნდა გვექნა, არ გვქონდა ციხეები და არ გვქონდა იმის დრო რომ სადმე წაგვეყვანა. ისინი ჩვენი მტრები იყვნენ. თუ ჩვენი საქციელი არასწორი იყო, მაშინ გამათავისუფლებელი ომიც შეცდომა იყო.“

მოძრაობის მეთაური აცხადებს, რომ მას მიზნის მიღწევა პოლიტიკური და არა ძალადობრივი მეთოდებით სურს. მაგრამ 9 თვის განმავლობაში არაერთი იმედგაცრუების ფონზე აცხადებს, რომ დაიღალა დროებით მთავრობის უმოქმედობით.

„მთავრობა ძალიან ნელა მოქმედებს... ძალიან ნელა. უამრავი რამ შეიძლება გაკეთდეს.“

ომრან ალ ავაიბისა და მისი მოძრაობის წევრებისთვის გასული რამდენიმე თვე რთული აღმოჩნდა. ლიბიის რამდენიმე ქალაქში მათ დროებითი ბაზები აქვთ გამაგრებული, რომლებსაც მონაცვლეობით იცავენ. მიუხედავად იმისა, რომ ალ ავაიბის მოძრაობის წევრები ჯერ ძალადობრივ მოქმედებებში არ არიან ჩართული, მეთაური აცხადებს, რომ დაძაბულობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

„ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ თუ ნელი ტემპით მაინც ვიარეთ წინ კარგი იქნება. უმოქმედობის შემთხვევაში კი სერიოზული პრობლემა შეიქმნება.“

ალ ავაიბი ამბობს, რომ ამბოხებულთა უმრავლესობას იარაღის დაყრა და ლიბიის არმიაში გაწევრიანება სურს. თუმცა, ისინი ამ ნაბიჯს მანამ არ გადადგამენ, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ლიბია დემოკრატიული განვითარების გზას არ დაადგება.
XS
SM
MD
LG